Digest Logo

ვილი სანიოლი - „ესპანეთის ნაკრებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის გუნდს ეთამაშები, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო“

1760109456
ვილი სანიოლი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ბოლო ორი დღეა ცუდი ამინდია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, „პარი სენ-ჟერმენთან“ პირადად მქონდა კომუნიკაცია. მას ბოლო ორ მატჩში არ უთამაშია და ეს გადაწყვეტილება სრულად გამართლებული იყო. საერთო ჯამში, მისი ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში? თანამედროვე ფეხბურთში ტრავმები ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ.

როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, მსურს, ლამინ იამალი მალე დაბრუნდეს მოედანზე. მირჩევნია, როცა ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ – ფეხბურთისთვის ეს უკეთესია.

ესპანეთის ნაკრებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის გუნდს ეთამაშები, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო – მათ თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველი ცოლის გარდა, არც ერთისთვის მიღალატია... არ ვიყავი შეუხედავი ბიჭი, რუსეთში მიწევდა სიარული და კი იცით, როგორც ხდება...“ - გიორგი გურგულია ოჯახურ ღალატზე

⭕ახალი დეტალები ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობაზე - რა უთხრა წყვილის ახლობელმა ესპანურ მედიას?

📸 როგორ აღნიშნა დათუნა მგელაძის მეუღლემ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

წყარო: 1tv.ge