
რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც.
ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა.
არც ჯორჯინა, არც ილია ამ ფაქტზე საჯაროდ არ კომენტირებენ.
ჟურნალისტმა ხავიერ ოიოსმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.
თავის ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“.
ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.
სიყვარულის ისტორია, რომელიც გულშემატკივრებს ასე აღაფრთოვანებდა, თავად თოფურიამაც მოყვა თავის დოკუმენტურ ფილმში, სადაც ჯორჯინა „ღმერთისგან ნაბოძებ ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად“ მოიხსენია.
წყვილის ერთი საერთო შვილი ჰყავს, რომელსაც დედის სახლი ჯორჯინა დაარქვეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 სალომე გოგიაშვილის ახალი იმიჯი - „საოცრად გამოიყურები“
🎥 თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია - როგორ მიულოცეს მოდელს დაბადების დღე