საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; ზივზივაძე.
უკრაინა (4-1-4-1): ტრუბინი; კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო; ბრაჟკო; ზუბკოვი, სუდაკოვი, შაპარენკო, მუდრიკი; დოვბიკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მატჩი, 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.