
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა სასაცილოდ თავგადაპარსული ბავშვების ვიდეო, რომელსაც უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს. ვიდეო ბიჭებისა უცნაური ვარცხნილობებით სპორტულმა გუნდმა „ლელო სარასენს თბილისმა“ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ აღმოჩნდნენ ამ საოცარი ვარცხნილობით ბიჭები, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონები არიან? - ამის შესახებ ისინი გადაცემაში „იმედის დილაში“ საუბრობენ.
„ეს იდეა წამოვიდა ბავშვებისგან, შემოგვთავაზეს მოდი ფეხბურთი ვითამაშოთო და ასეთი სანაძლეო შემოგვთავაზეს.
თუ ჩვენ წავაგებდით სუფრა უნდა გაგვეშალა იქვე სასტუმროში, თუ ჩვენ მოვიგებდით უნდა შეგვეჭრა თმა ისე, როგორც გვინდოდა და ასე ევლოთ 10 დღე“, - ამბობს მასწავლებელი.
როგორც ბავშვები ჰყვებიან, სამივე მასწავლებელმა გადაპარსეს თმა.
გადაცემის პირდაპირ ეთერში ასევე წამყვანებმა ერთ-ერთ ბავშვს თმა ბოლომდე გადაპარსეს.
„ჩემი აზრით უფრო გამიხარდა რომ წავაგეთ, რადგან ეს დღე დაგვამახსოვრდა ყველას, თორემ, სუფრა არ იქნებოდა, ასეთი სამახსოვრო.
მწვრთნელებს ძალიან ენდობიან ჩემი მშობლები და როცა დამინახეს ისეთი რეაქცია არ ჰქონიათ.
ხალხს ძალიან მოეწონათ ჩვენი ვარცხნილობები, გარეთ რომ დავდივართ ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთად“, - ამბობენ ბავშვები.
როგორც ისინი ჰყვებიან, მსგავსი შეჯიბრების გაკეთება იგეგმება ყოველ წელს, ხოლო ამ თმის გადაპარსვის უფლება ბავშვებს 30 რიცხვამდე არ აქვთ.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ გვიშლის ხელს სიცხე დაძინებაში? - სპეციალისტის რჩევები