
რატომ გვიშლის ხელს სიცხე დაძინებაში და რა ცვლილებები ხდება ჩვენს სხეულში, როცა მაღალი ტემპერატურაა?- აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ნევროლოგმა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ოკუჯავამ ისაუბრა:
„გარდა სიცხისა და სხვა დისკომფორტისა, ზაფხულსა და გაზაფხულზე მატულობს დღე და სინათლე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნილება ძილზე იკლებს. შეიძლება ზაფხულში მოკლე პერიოდი გვძინავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვართ გამოუძინებელი. იმიტომ რომ ჩვენი ჩაძინება და შემდეგ გაღვიძება მიბმულია დაბნელებასა და გათენებაზე. ამას მოჰყვება მელატონინის გამომუშავებაც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომფორტულ ძილზე და ძილის გართულებაზე, პირველ რიგში პაციენტებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია მათი საძინებელი. ასევე გარემო რომელშიც ჩვენ გვძინავს. ყოველთვის გრილი გარემო სჯობს ცხელს. ასევე აუცილებელია შესაბამისი ფარდები გვქონდეს ოთახში და იყოს დაბნელებული“, - გვირჩევს ნათია ოკუჯავა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კვარა VS მესი - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პსჟ“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება
⭕ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს