Digest Logo

ვინ არის „კანიბალა“, მერაბ „სოხუმსკი“, რომელსაც 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ძმა მოუკლეს? - ქურდული სამყაროს ინტრიგები

1742025095
მერაბ ჯანგველაძე

მერაბ ჯანგველაძე, იგივე „სუხუმსკი“  თავის თავს „კანიბალას“ უწოდებს. იგი დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერადაა აღიარებული. 

2016 წელს ჯანგველაძე იტალიაში, აპენინის ნახევარკუძნულზე ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რომლის ვადაც იმავე წლის 18 ოქტომბერს ამოიწურა. ამ თარიღს მოუთმენლად ელოდებოდა მთელი ყაზახეთი. „სუხუმსკის“ ყაზახეთში ჩადენილი დანაშაულის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაშინ „სუხუმსკის“ წინასაექსტრადიციო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის გავლის შემდეგაც ჯანგველაძე ყაზახეთს უნდა გადასცემოდა.

მაგრამ, ასტანასა და იტალიის ქალაქს, ბარს შორის, სადაც მერაბი 2 წლით ჩასვეს ციხეში, მდებარეობს მოსკოვი, რომელიც შესაძლოა ჯანგველაძისთვის ერთადერთი ხსნა აღმოჩენილიყო. საქართველოს მოქალაქე ჯანგველაძემ, კონტაქტების ფართო არეალისა და თავისი ძმის, ლევანის დახმარებით, რამდენიმე წლის წინ მოახერხა და მოტყუებით რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზით არაერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოახერხა მოქალაქეობის მიღება. 

ეს არის კაცი, რომელსაც არ სჩვევია პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება და არც მალავს ამ ფაქტს. საფრანგეთში, ერთ-ერთ დაკითხვაზე ჯანგველაძემ სიამაყით განაცხადა, რომ მისი პროფესია - კანიბალია. დასაწყისში ერთი რიგითი ბანდიტი, სულ მალე ქურდული სამყაროს მნიშვნელოვან ავტორიტეტად გადაიქცა. მერაბ „სუხუმსკი“ იყო მაფიოზური გადატრიალების იდეოლოგი და მასვე მიაწერენ „დედ ჰასანის“ მკვლელობასაც.

რამდენიმე წლის წინ, 1-ელ ივლისს, ანტალიაში, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის „სოხუმური კლანის“ წევრების შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგიც „რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის“ შაქრო კალაშოვის (Шакро Молодой) რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებდა. „ქურდული სამიტის“ მთავარი თემა შაქრო მოლოდოის როლი და ქმედება გახდა, რომლის შედეგადაც, უსაფუძვლო ბრალდებების გამო, სოხუმელ „კანონიერ ქურდს“დუკა გუბლიას „ტიტული“ 7 წლით ჩამოერთვა.

ამ კონფლიქტში მერაბის „ნათლული“ გავლენიან აფხაზ ბიზნესმენ ლავან არძინბასთან ნათესაური კავშირების მძევალი აღმოჩნდა, რომელიც 2003 წელს კიდევ უფრო გავლეიან ბესიკ ჯონუასთან დაპირისპირების გამო 2003 წელს მოკლეს.

ბესიკმა, დუკას, როგორც ქურდის განეიტრალების მიზნით, გაავრცელა ჭორი, თითქოს იგი ომში იღებდა მონაწილეობას. ამის დასადასტურებლად ჯონუამ „კანონიერ ქურდებს“ მოწმედ წარუდგინა დუკას ორი ყალბი „თანამშრომელი“, რომელთაც ეს ჭორი დაადასტურეს.

საბოლოო გარჩევა „გოლდენ პალაში“ შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის, ედიკ ასატრიანისმ ვალერი ხაშბას, „ალხაზას“ და „ბუთხუზის“ თაბდასწრებით შედგა. ამ „სხოდკაზე“ დუკას თავის დაცვის არანაირი შანსი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ბესიკს და მის ავტომატიან დაცვას მწარედ შეაგინა, რის გამოც, მათ დუკა სასტიკად სცემეს. შემდეგ, შაქროს კურთხევით, დუკა „ჯემოსა“ და „რობინზონის“ ხელით „არაქურდად“ დატოვეს.

ამ მოვლენებს შემდეგ 2007 წელს სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა კილერმა ჯერ „რობინზონს“ გაუხვრიტა ყბა, ხოლო შემდეგ ჯონუა გაუყენა იმქვეყნიურ გზას.

სირცხვილის ჩამორეცხვის შედეგ დუკამ „წოდება“ მხოლოდ 2013 წელს დაიბრინა. მას „ქურდობა“ ჯერ სოხუმელებმა აღუდგინეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებულმა შაქრომ განაცხადა, რომ დუკასთან პრეტენზიები არ აქვს. თუმცა მერაბს და დუკას შაქროს მიმართ ბოღმა მაინც დარჩათ.

ამ თემასთან მობრუნება „სოხუმელებმა“ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შაქრო მოლოდოიმ ნეგატიური რეაქცია გამოხატა არმან „დიკიმ“ გულის თანდასწრებით გურამ ჩიხლაძე (კვეჟოვიჩი) სცემა.

ანტალიის შეკრების მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ არმანი, რომელმაც არ იცოდა, რომ კვეჟოვიჩი „კანონიერი ქურდი“ იყო, ნაკლებად დამნაშავეა, ვიდრე ყოფილი სამხედროები, რომლებმაც ქურდების თანდასწრებით სცემეს დუკა, თან მათ მიერვე წამოყენებული ყალბი ბრალდების გამო. ასევე, შეფასდა გულის საქციელი, რომელმაც მომენტალურად აღკვეთა არმან „დიკის“ საქციელი, ხოლო შაქრო გულგრილად უყურებდა დუკას ცემას და თან იღიმოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანტალიის სხდომის „დღის წესრიგმა“ უკმაყოფილება გამოიწვია ჯანგველაძის მომხრეებში, კერძოდ ქუთაისელ ქურდებში, რამაზისა და წიკოში, რომლებიც აშკარა სიმპათიით არიან განწყობილი ბადრი კუტაისსკის მიმართ, რომელიც შაქროს ციხეში ყოფნის გამო, "რუსეთის მთავარი ქურდის“ მოვალეობას ასრულებს. მათ შეგნებულად დააიგნორეს ანტალიის შეხვედრა, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რომელიც შაქროს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ამასთან, ბადრი კუტაისსკის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომაც, სადაც იგი მოსკოვში, რესტორან „მარანში“ „პირობით ადრე გათავისუფლებულ“ ალბერტ „რიჟასთან“ ატარებს დროს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ალბერტმა, დედ ხასანის „ნათლულმა“ თავის დროზე „ნადირობა“ გამოაცხადა ბადრიზე და თავისი კორუმპირებული კავშირების გამოყენებით 9 წელი საპატიმროში ჩასვა. თანაც იგი გელა ქარდავას „პოლიტოკის“ აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც სწორედ იმ დროს ბადრი „არაქურდად“ გამოაცხადა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს...“ - ცნობილია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული კაცის ვინაობა, რომელიც „კანონიერი ქურდის“ძმა იყო

⭕ +29 გრადუსი - 15 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕🎥 Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა