„ვისაც სურვილი აქვს, მოგვმართეთ, უსასყიდლოდ ვასწავლით ინსტრუმენტზე დაკვრას ყველა მსურველს“, - ამის შესახებ ჯგუფ „აშუღების“ წარმომადგენელმა გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში განაცხადა.
„ერთ დღეს დამირეკეს, თუ შეძლებ რომ მასწავლო დაკვრაო, უარს როგორ ვეტყოდი. ამათ რომ ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება. როგორც მე ვიყავი მოწადინებული, ზუსტად ისე არიან ესენიც. სულ უნდათ ჩემთან იყვნენ, ხან ვსწავლობთ, ხან ვმაიმუნობთ...
დოლზე დაკვრის სწავლა რომ მინდოდა, თანხა მომთხოვეს და მე არ მქონდა საშუალება გადამეხდა...“, - ამბობს გიორგი ანდრიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ რეზი არველაძის შვილიშვილი, პატარა სოფია დედასთან ერთად – რა ფოტოს აქვეყნებს ვატო არველაძე?