Digest Logo

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას დაიღუპა

1713097868
 ქართველი ქალი ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 ადამიანი  კი დაშავდა. ​

ცნობილი ხდება, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ნიუ უელსის პოლიციამ დაადასტურა, რომ 55 წლის ქართველი ქალი სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს მომხდარი თავდასხმისას მოკლეს. გარდაცვლილი ქალი ფიქრია დარჩიაა.

აღნიშნული ფაქტი newshub.ge-ის დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს NEWSHUB.GE-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მისი ლიკვიდაცია მალევე მოხდა.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

🎥 „შენ მე დამებედე და ნუ მეტყვი, რომ ეს დრო დაკარგულია“ – „ღამის შოუს ბენდის“ ახალი სიმღერა

⭕„ისრაელის ადგილზე არანაირ საპასუხო დარტყმას არ განვახორციელებდი ირანის წინააღმდეგ... მგონია რომ ახლა ომი თუ დაიწყო, სუფთა თავმოყვარეობის გამო დაიწყება“ - დათო ლიკლიკაძე

წყარო: newshub.ge