Digest Logo

„ისრაელის ადგილზე არანაირ საპასუხო დარტყმას არ განვახორციელებდი ირანის წინააღმდეგ... მგონია რომ ახლა ომი თუ დაიწყო, სუფთა თავმოყვარეობის გამო დაიწყება“ - დათო ლიკლიკაძე

1713078104
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ახლა ისრაელს და ირანს შორის ომი თუ დაიწყო, თავმოყვარეობის გამო დაიწყება ისრაელის მხრიდან.

„ისრაელის ადგილზე არანაირ საპასუხო დარტყმას არ განვახორციელებდი ირანის წინააღმდეგ, რადგან თავად ირანი ამბობს რომ ეს იყო პასუხი დამასკოში რაც შეგვაჯვითო და ამის მერე გავჩერდები თუ ისრაელი არ დაიწყებს ომსო. ამასთან ისრაელი ამ ამბავში გამარჯვებულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მოიგერია ეს თავდასხმა და იმ რკინის გუმბათით უკან შეტენა ირანს თავის დრონები და რაკეტები.

იქნება უთარგმნოთ ეს პოსტი ნეთანიაჰუს, ან იმ ომის კაცს, ბრიფინგებს რომ მართავს ყოველდღე ისრაელიდან. ჩვენ არ ვთვლით რომ რომ ირანი გამარჯვებულია ამ ამბავში. არ გაგეცინოთ, მგონია რომ ახლა ომი თუ დაიწყო, სუფთა თავმოყვარეობის გამო დაიწყება ისრაელის მხრიდან. აუ ამ თავმოყვარეობის გამო არ წამოიწყოთ რაა ისევ ომი.

P.S. ცოტა ტ@აკის მიმცემი სტატუსი კია, მარა ომს ყველაფერი სჯობს. 21-ე საუკუნეა ხალხო!“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი

⭕ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი: მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს კამიკაძე დრონებით - საუბარია 400-იდან 500-მდე უპილოტო კამიკაძე დრონის გაშვებაზე ირანის მხრიდან

⭕„ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს“ - მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან ერთად