ისრაელში ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მატარებელში ჩაცხრილეს და ის სამი ტყვიით მოკლეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა