მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა.
დაღუპულები არიან ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი ხარ, მშვენიერო...“ - მანუ მურღულია შავ კაბაში პოზირებს