უჯარმაში, არხში, სადაც მდინარე იორი მიედინება 16 და 21 წლის ძმებს ეძებდნენ. როგორც ცნობილია, ისინი მამიდაშვილთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ძმების ცხედრები გვიან ღამით იპოვეს.
112-ს მათთან ერთად მყოფი ნათესავი დაუკავშირდა, რის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო ბრიგადა ჩავიდა და დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილობრივების თქმით, ძმები უჯარმაში ბებია-ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს ერთი შვილი დარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„შოკში ვიყავი, რომ გავიგე....“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე გიორგი გასვიანზე?