Digest Logo

„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი

1751182702
დანა უაითი

ილია თოფურიამ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა და საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩემპიონმა გამოიწვია პედი პიმბლეტი, რომელთანაც მას უკვე წლებია კონფლიქტი აქვს. მეტოქემ გამოწვევა მიიღო და მათ შორის საუბრის დროს მცირე შეხლა-შემოხლაც იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა:

„არ ვიცი ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო, თანაც იქ თოფურიას ცოლ-შვილი იმყოფებოდა. ეს არ უნდა მომხდარიყო. ოქტაგონზე იყო, უკვე ოთახში ვიყავი, თორემ მსგავსს არ დავუშვებდი. პიმბლეტისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ განიხილება.ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლას ხვალვე ჩავნიშნავდი“,-  ამბობს UFC-ის პრე­ზი­დენ­ტი, დანა უაითი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „თავს წაგაძრობ, ახლა გაეთრიე აქედან...“ - ილია თოფურია პედი პიმბლეტს