Digest Logo

ვინ უნდა მიულოცოს ნათლისღება პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა?

1705641083
მონათვლის წესები

მართლმადიდებლური სამყარო, 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღება, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

დღესასწაულს ნათლია-ნათლულები ერთმანეთს ულოცავენ და ამით პატივისცემას გამოხატავენ. თუმცა, საზოგადოებაში მუდამ სადავოა საკითხი - ვინ უნდა მიულოცოს პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა?

ნათლისღება ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე აღნიშნავს, რომ ნათლიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი ნათლულის წინაშე.

„როცა ნათლიებს ვირჩევთ, უნდა შევეცადოთ, რომ იგი მორწმუნე ადამიანი იყოს, რათა ბავშვი აღზარდოს. ქრისტიანულად. პირველ რიგში, აუცილებლად მრწამსი უნდა იცოდეს. არა მარტო ნათლიამ, არამედ ყველა ქრისტიანმა. ესაა ქრისტიანობის ძირითადი კანონი.

უფალი ბრძანებს - ვინც ნათელი ვერ მიიღოს, ჩემთან ვერ მოვაო. აქედან გამომდინარე, ნათლისღება პირველი, მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვინც მოინათლება და შემდგომ გააგრძელებს ცოდვილ ცხოვრებას ცხონდება.

ნათლისღების დროს ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს, როდესაც ზრდასრული ინათლება. რაც შეეხება არასრულწლოვანის, ან ჩვილის ნათლობას.

ამ დროს ნათლია უდგინდება, რომელიც აგებს მის ქრისტიანულ ცხოვრებაზე პასუხს. შემდგომ შეძენილი ცოდვების მონანიება კი აღსარების დროს ხდება.

ნათლიობა საპასუხისმგებლო მისიაა. ეს უბრალო რიტუალი არაა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა გავხდეთ ნათლიები, რადგან ნათლია პასუხს აგებს თავისი ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. როცა სრულწლოვანი ადამიანი ინათლება, შეიძლება მას ნათლია საერთოდ არ ჰყავდეს, მღვდელი, რომელიც მას ნათლავს თავისთავად ითვლება ნათლიად, მაგრამ არასრულწლოვანს, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს არ აქვთ გაცნობიერებული რა არის ნათლია, ამიტომ ის იღებს პასუხისმგებლობას, იკითხება მრწამსი (სარწმუნოების სიმბოლო) ამ დროს.

ამ მრწამსიდან გამომდინარე მან უნდა აღზარდოს სულიერად ნათლული.

ნათლია თავისი ნათლულის მაგივრად ამბობს: „განვაგდებ ეშმაკს და შეუდგეთ ქრისტესა“. ამიტომ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევი. ღვთის წინაშე მას აქვს პირობა დადებული.

ნათლიამ ბავშვის ოჯახის წევრებს უნდა ურჩიოს, რომ პატარაობიდანვე ატარონ ეკლესიაში, თუ ისინი ამას არ აკეთებენ თავად უნდა წაიყვანოს და მოასმენინოს წირვა-ლოცვა. მიაჩვიოს ზიარებას. 6 წლამდე აღსარების ჩაბარება არაა სავალდებულო, მაგრამ როცა წამოიზრდება. ის ცოდვის გაცნობიერებას იწყებს და შემდგომ უნდა ჩააბაროს აღსარება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ნათლია უნდა იყოს ჩართული. როცა ნათლიებს ვირჩევთ, უნდა შევეცადოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იყოს, რათა ბავშვი აღზარდოს.

ნათლული ულოცავს ნათლიას, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ პირიქით მოხდეს“, - აცხადებს დეკანოზი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ ვიცი რას ვგრძნობ, ვერ გადმოგცემთ! ცას ვწვდები სიამაყით“ - რას წერს ირაკლი ნოზაძე

🎥 ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე - სასწაული მდინარე იორდანეზე

19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ

წყარო: www.etaloni.ge