Digest Logo

🎥 „წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

1762159392
მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა დახუნძლული მოვლენებით არის სავსე, თან ნოემბერში ყველაზე რთული კვირაა. ამიტომ იყავით ყურადღებით“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის (3-9 ნოემბრის) შესახებ საუბრობს.  

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:👇 

♈ვერძი

გაქვთ რთული პერიოდი, რადგან ეცემა ენერგოტონუსი. ხდება გარკვეული შინაგანი ტრანსფორმაციები, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. 

სირთულეები მოსალოდნელია, როგორც ფინანსური, ასევე ურთიერთობის კუთხითაც. კოსმოსი ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას, ეს კვირა გაიარეთ ფრთხილად.

♉კურო

გემატებათ ენერგოტონუსი, გაქვთ კარგი პერიოდი თუმცა არის წყალქვეშა დინებები, რომელთანაც უნდა იყოთ ფრთხილად. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს და ინვესტიციებს, ასევე შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან.

♊ტყუპები

ენერგოტონუსი ეცემა, შეიძლება მარტივად გადაიღალოთ. მატულობს სხავთა მხრიდან კრიტიკა და ყველაფერი გინდათ და თან სწრაფად.

ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.

♋კირჩხიბი 

ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, რომელიც არ უჩივის ჯანს. თუმცა არის ტრავმულ ავარიული პერიოდი ამიტომ ფრთხილად იყავით საჭესთან, ეს ყველაზე საშიშია ამ კვირაში თქვენთვის სხვა მხრივ კი პერიოდი კარგია.

კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ყველასთან, რათა კარგად გაიაროთ ეს პერიოდი.

♌ლომი 

ენერგოტონუსი ეცემა, შეიძლება მარტივად გაცივდეთ. მუდმივად უკმაყოფილები ხართ, არ მოგწონთ არც თქვენი და არც სხვისი ნამოქმედარი. იყავით ყურადღებით და ეცადეთ არ მოუშალოთ სხვებს ნერვები და არც თქვენ მოიშალოთ. 

♍ქალწული 

ენერგოტონუსი მატულობს ხართ აქტიური და შრომისუნარიანები. მაღალია თქვენი მოტყუების ალბათობა და იყავით ყურადღებით, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ.

თქვენგან მატულობს კრიტიკულობა და არ აჰყვეთ ზედმეტ წვრილამებს.

♎სასწორი 

ენერგოტონუსი ეცემა, ეცადეთ არ გადაიღალოთ. შესაძლოა ძველი საქმეებისგან მიიღოთ მატერიალური შემოსავლები, თუმცა ფრთხილად იყავით გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან ეს ფული მარტივად დაგახაჯინონ.

ფინანსური შეცდომების ალბათობა მაღალია. 

♏მორიელი 

მთავარი ფავორიტია, შარმიანია, მიმზიდველია და ინტუიციურია, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ და ბევრ რამეს მიაღწიოთ. თუმცა ფრთხილად იყავით საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გახდეს თქვენთვის დაპირისპირების ფაქტორი.

♐მშვილდოსანი 

ახლა გაქვთ ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში. ხართ სულსწრაფები, მატულობს გაღიზიანდებოდა, ძლიერდება ფარული მტრები და მოშურნეები.

არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, სჯობს არ დაიწყოთ ახალი საქმეები და ძველი საქმეებით შემოიფარგლოთ.

♑თხის რქა 

გაცილებით უკეთ გრძნობთ თავს და ყველა ელოდება თქვენ დახმარებას, ამისთვის თქვენც მზად ხართ, ეხმარებით ყველას. ფრთხილად იყავით სიახლეებთან.

♒მერწყული 

მარტივად იღლებით და გჭირდებათ გამოძინება, დაისვენეთ რადგან არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. იყავით ფრთხილები არ დაძაბოთ ურთიერთობები პარტნიორებთან. არ დაძაბოთ ურთიერთობები კოლეგებთან.

♓თევზები 

ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ, აქტიური, შარმიანი და ლიდერი. ხართ მუდმივად მზადყოფნაში დახმარებისთვის, ინტუიცია მძლავრი. აქ მთავარი პრობლემა არის - პრეტენზიები და კრიტიკა სხვათა მხრიდან, თუ ამას მშვიდად კონფლიქტის გარეშე გაატარებთ კარგი პერიოდი იქნება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საჩუქარი დედაჩემისთვის“ - ნახეთ, რა აჩუქა ანა შელიამ დაბადების დღეზე დედას

⭕„მიყვარხარ ძლიერად და ულიმიტოდ! მადლობა, რომ გაჩნდი და მერე მე გამაჩინე“ - რეპერი „მასტერი“ დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕ფინანსური სიურპრიზი, ახალი პროექტები და განვითარების შესაძლებლობა - როგორი იქნება 3-9 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის