
მსახიობი, იუმორისტი და ილუზიონისტი გია ფარადაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა. მან ასევე საზოგადოების იმ ნაწილს უპასუხა, რომელმაც ცოლთან დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო დააბულინგა და პედოფილი უწოდა.
„ვინერვიულეთ ბოლო პერიოდის ამბავზე, იმიტომ, რომ არავის საქმე არ არის ჩემი პირადი. მე ვიცი, რომ ბედნიერად ვარ. მყავს უბრწყინვალესი ოჯახი, 4 შვილი და ულამაზესი ცოლი... მე და ირამ გავიცანით ერთმანეთი, ირა იყო 16 წლის. 4 წელი ვმუშაობდით ერთად. როდესაც გახდა 20-21 წლის, ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა და გადავწყვიტეთ დაოჯახება. წავედით წმინდა გიორგის ეკლესიაში და დავიწერეთ ჯვარი. იქიდან წავედით იუსტიციის სახლში და მოვაწერეთ ხელი. ძალიან მიყვარს, იგი ჩემთვის არის ყველაფერი. რამდენი წელია ერთად ვართ და ერთხელ არ მიღალატია“, - ჰყვება გია ფარადაშვილი.
ცნობისთვის, გია ფარადაშვილი ცოტა ხნის წინ გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლესა და მას შორის ასაკობრივ სხვაობაზე ისაუბრა, რამაც საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.
მან გადაცემაში გააჟღერა, რომ მათ შორის სხვაობა 27 წელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: