
სოსო ნებიერიძე ერთ-ერთ „დახურულ“ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობს, ამან კი საზოგადოების ვნებათაღელვა და უარყოფითი კომენტარები გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ფეისბუკგვერდი „მიმსტერი“ ეხმაურება, სადაც აღნიშნულია რომ, ქართველი მოგზაურისა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის კიმ ჩენ ინის გაშარჟებული ფოტოები, სოსო ნებიერიძის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
„Soso Around The World ამ მომენტში იმყოფება ჩრდილოეთ კორეაში, ქვეყანაში, სადაც ხუმრობები, მიმები ან უმნიშვნელო კომენტარიც კი მოსალოდნელია, აღიქვან როგორც პოლიტიკური შეურაცხყოფა.
ამიტომ ნებისმიერი მიმი, სადაც სოსო და კიმ ჩენ ინი ერთად ფიგურირებენ, შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საშიში მისთვის.
ეს ქვეყანა არ ხუმრობს მსგავსი რამეებით. ამერიკელი ოტო ვარმბიერის მსგავსი ისტორიებიც ხუმრობით დაიწყო, რომელიც ბოლოს ტრაგედით დასრულდა.
გთხოვთ ყველას:
• ნუ გააკეთებთ ხუმრობებს,
• ნუ გააზიარებთ მიმებს ამ თემაზე,
• და ეცადეთ, დაარეპორტოთ მსგავსი მიმების ავტორები.
ერთად დავიცვათ სოსო, სანამ უსაფრთხოდ არ დაბრუნდება სახლში“, - წერს ფეისბუკ გვერდი „მიმსტერი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: