Digest Logo

🎥 „რომ ვიქნები 16 ხვიჩა, მეტს ავიყვან...ერთი ბათუმიდან დადიოდა, ფახლავა მოჰქონდა დიდი ყუთით, ჩამოუკრავდა და წავიდოდა...“ - მოსწავლეები ხვიჩა მაღლაკელიძესთან გიტარაზე დაკვრის სასწავლებლად, რეგიონებიდან ჩამოდიან

8 აპრილი 11:10
ხვიჩა მაღლაკელიძე

მუსიკოსი და გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე, მოსწავლეებთან ერთად სტუმრად გადაცემაში „შუადღე“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა:

„ხარი რომ შემოვარდება და წითელი ფარდით, დახვდები ასეთი განწყობა გვაქვს, რით გაგრძელდება არ ვიცით. ეს კომპოზიცია გახლავთ ვაჟა ტუღუშის და ჰქვია „მოხუცი ფოტოგრაფი“. როდესაც ჩვენ პატარები ვიყავით, მე, ვაჟა და კიდევ რამდენიმე გიტარისტი, შევიკრიბეთ და ჩვენთვის რაღაც კომპოზიციებს ვუკრავდით. სარეპეტიციო არ გვქონდა. „26 მაისის“ პარკში იყო ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც შეგვიფარა და პატარა „ბუტკა“ {ჯიხური} ჰქონდა. იქ დაიწერა ეს ლამაზი მუსიკა და მის პატივსაცემად დავარქვით „მოხუცი ფოტოგრაფი“.

თავდაპირველად რეპეტიტორობა დავიწყე სახლიდან. სხვათა შორის არ ვაპირებდი თბილისში მოსწავლეები მყოლოდა. ბათუმიდან რომ ჩამოვედი სულ სხვა ცხოვრება დამხვდა. „იუმორინადან“ გაჩნდა მოთხოვნილება, ჰო არ ავიყვანდი.

თავდაპირველად რამდენიმე მოსწავლეს სახლში ვავარჯიშებდი და შემდგომ რაოდენობა, რომ გაიზარდა პატარა ფართი ვიქირავე და უკვე ნახეთ რამდენი არიან. ყოველწლიურად 70 ბავშვი მოდის. რომ ვიქნები 16 ხვიჩა, მეტს ავიყვან. ამას მსხვერპლი სჭირდება, ზოგი ახალციხიდან დადის, ზოგიც რუსთავიდან, ზოგი ქუთაისიდან და ერთი ბათუმიდან დადიოდა, ფახლავა მოჰქონდა დიდი ყუთით, ჩამოუკრავდა და წავიდოდა“, - ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა პროცესებს უწყობს ხელს წყლის მიღება? - ენდოკრინოლოგის რჩევები

⭕„ის ორი თვე იყო კოშმარი ჩემ ცხოვრებაში, დავიწყე ღმერთთან ვედრება - მიშველეთ, გეხვეწებით...რუსთაველში ჩემი პირველი დადგმა შემომთავაზეს მაშინ, რობერტ სტურუამ“ - ლევან წულაძე ცხოვრების მძიმე პერიოდზე

⭕„სტუდენტობის დროს საფიქრალად ბაზარში მივდიოდი...“ - რას ჰყვება ლევან წულაძე?