Digest Logo

„ვინმე რომ დააპატიმრონ, მათი შვილებიც ხომ გამწარდებიან“ - მეგი ბაქრაძის დედის პირველი კომენტარი

1652203219
მეგი ბაქრაძე

ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ექიმი ალაპარაკდა. მისი მისი მტკიცებით, კლინიკამ ტყუილი ათქმევინა.

როგორც ირკვევა, ცუდად გახდომის შემდეგ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, ექიმს არ გაუკეთებია ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც. ექიმი კი ყველაფერში კლინიკის მენეჯმენტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მედიკოსმა ვიოლეტა ინასარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედას, ირმა ტეფნაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიების იმედი აქვს და სჯერა, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.

„იმედი მქონდა, რომ სიმართლე გამოაშკარავდებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ვიოლეტა ასე ნაძირალურად მოიქცეოდა და თავიდან ამ სიმართლეს დამალავდა. მართალია, ახლა ალაპარაკდა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: ვიოლეტას ტყუილის თქმის გარკვეული ინტერესი ჰქონდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა დადგებოდა, თავის გადასარჩენად ჩვენება შეცვალა და სიმართლე თქვა, ესაა ჩემი ვერსია.

დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შესაძლოა, გამოძიება იქამდეც მივიდეს, რომ მეგიმდე ათობით ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, ტყუილი აღმოჩნდეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩემი შვილი პირველი აიცრა. ასევე ტყუილია, რომ მეგის ემოციური ფონი ჰქონდა, ის უმშვიდესი ადამიანი გახლდათ.

ერთგვარი შევბაა, ყველამ გაიგოს, სინამდვილეში რა მოხდა - ჩემთვისაც კი მოუწერიათ, რომ მეგიმ აბორტი არ გაიკეთაო? ვეუბნები არა-მეთქი, მაგრამ ეს ჭორი მაინც დადის.

მე არ ვამბობ, რომ შვილი ძალით მომიკლეს, მათ შეცდომა უვიცობით და გამოუცდელობით დაუშვეს, რომელსაც მეგის სიცოცხლე შეეწირა.

- რა არის ოჯახის მოთხოვნა?

- მე მხოლოდ სიმართლის გამოაშკარავება მინდა. ვინმე რომ დააპატიმრონ, შვილები მათაც ხომ ჰყავთ... მათი შვილებიც ხომ გამწარდებიან, პატარებმა რა დააშავეს?! სამართლიანობის აღდგენას კი იმიტომ ვითხოვ, რომ სხვამ შეცდომა აღარ დაუშვას, სხვა დედას შვილი აღარ მოუკვდეს დაუდევრობით და პატარები არ დაობლდნენ. ერთხელ ვიოლეტას facebook გვერდზე შევედი - შვილთან ერთად ჩახუტებულს ფოტო დაედო... ჩემი შვილი რომ ცოცხალი იყოს, ისიც ხომ ჩაეხუტებოდა თავის შვილებს?! 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება

წყარო: primetime.ge