სოციალურ ქსელის მომხმარებელი მარიტა გუტაშვილი ფეისბუკზე იმ ახლობლების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც შოვში სტიქიის ზონაში მოჰყვნენ.
„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები“ - წერს მარიტა გუტაშვილი და პოსტს დაკარგული ადამიანების ფოტოებს ურთავს თან.
სტიქიის ზონაში გადარჩენილ მარიტას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, ცოცხალია თუ არა მისი ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ეძებენ.
შსს-ს ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ: