Digest Logo

„ვირუსული ინფექციების პიკი იანვარში გვექნება...“ - ივანე ჩხაიძე

1735141247
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსული ინფექციების მატების პიკი შემდგომ კვირებში დაფიქსირდება და იანვრამდე გასტანს.

„თუ იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დეკემბერ-იანვარი ვირუსების თვალსაზრისით, იქნება ყველაზე აქტიური პერიოდი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ვირუსული ინფექციების მატების შემდგომ ზრდას და სავარაუდოდ, პიკის მოლოდინი იანვრის თვეში გვაქვს. რთულია პროგნოზი, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს ასე უნდა იყოს.

ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონური მატებაა. სეზონური მატება საქართველოში იწყება ნოემბრიდან და მარტის ბოლომდე, იშვიათ შემთხვევებში, აპრილამდე გრძელდება. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ პიკი მომდევნო კვირებში დაფიქსირდება“, - განმარტავს ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოდის წელი, რომელიც აანაზღაურებს იმას, რაც...“ - 2025 წლის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყურები აქვს“?

⭕როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?