Digest Logo

🎥 „ვის ეძახის ადამიანი ღმერთს, მოჯანყე ანგელოზი თუ უფალი?“- მალხაზ გველუკაშვილი ძველი აღქმის მთავარ პერსონაჟზე

1793608852
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.

გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.

მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.

იგი ამჯერად პოდკასტის „საიდუმლოს მიღმა“ სტუმარი იყო, სადაც ძველ აღთქმაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ადამიანი დემიურგმა, იგივე იაჰვემ შექმნა, რომელიც სინამდვილეში მოჯანყე ანგელოზი იყო და მისი თქმით, ამას თავად ქრისტეს სიტყვები მოწმობს ფილიპეს სახარებაში: 

„ადამიანის დანიშნულება ამ სამყაროში ეს არის გულის ცნობიერების ემოციურ ცნობიერებამდე ასვლა. მესამე საფეხურის ზემოთ მაინც ვერ ახვალ, სანამ ცოცხალი ხარ, მესამე საფეხურამდე შენ უკვე სხვა ვინმე ხარ და სხვა ძალა გაქვს. 

რეალური ადამიანი, შენ რომ ადამიანი გერქვას და არა ბოტი აი, ამ ცნობიერებამდე უნდა ავიდეს, ემოციურ ცნობიერებამდე. როგორ ხდება დღეს? ერთი იტყვის სისულელეს და მთელი ქვეყანა „აშეარებს“,  ეს უკვე ბოტის ფუნქციაა, მექანიკურ „მეს“ დონეზეა დასული, ინსტინქტური ცნობიერების დონეზეა დასული და არა გააზრებული. 

შემოქმედი ქმნის პლერომას, იმას სახელი არა აქვს, ამ პლერომაში იქმნება ეონები, ამ ეონებიდან ერთ-ერთი ეონი სოფიაა და სოფია ნიშნავს სიბრძნეს, ყველა სივრცეს შორის სოფიაა. სოფია ქმნის ბრმა დემიურგს, რომელსაც ნანობს კიდეც, ამ ბრმა დემიურგს ჰქვია იოლდაბაოფი, რომელიც ზუსტად ისე იწერება ქალდეურად, როგორც იწერება იაჰვე, იმიტომ არის, რომ ფილიპეს სახარებაში ქრისტე ამბობს, იახვეო მოჯანყე ანგელოზიაო, ქრისტე ამბობს. ეს იაჰვე ქმნის არხონტებს და ამ არხონტებთან ერთად ქმნიან ადამ და ევას. ძველ პირველ ასპექტში, პირველ ტექსტში ევა მხარეა ადამის, მხარსა და და ნეკნს შორის განსხვავებაა. ნეკნი წამოვიდა ბერძნული თარგმანიდან, არასწორი თარგმანიდან. 

ღმერთმა შექმნა კაცის სახე თთვისა და ხატად თვისა და მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. ჩვენ წარმოვიდგინეთ წვერებით, ულვაშებით, ხატი ეს მისი შემოქმედებითი უნარი და ნებაა, რომელიც მიეცა. 

მატერია დემიურგმა შექმნა, ეს არის ციხე, ადამიანი რეალური შიგნით რომ ზის ის არის და ის ენერგია, რომელიც მასში გარეთ გამოიხატება, ის შიგნით რომ არის იმისია. დემიურგმა სული ჩაბერა ადამიანს და მიწის მტვრისგან შექმნა“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას ნიშნავს სინამდვილეში გაცნობიერება, რომელზედაც თანამედროვე სამყარო დღეს ბევრს საუბრობს - მალხაზ გველუკაშვილის განმარტება

🎥 სოფიო ბზეკალავა ზოდიაქოს ტოპ 3 ნიშანს ასახელებს, რომელთა ცხოვრება უახლოესი შვიდი თვის განმავლობაში კარდინალურად შეიცვლება!

🎥 „ეცადეთ ფინანსურად ნაკლები ხარჯი გქონდეთ, შევიწროების და საფრთხის შეგრძნება იზრდება“ - ანზორ ოდიშარია მიმდინარე კვირის ტენდენციებზე

✕