Digest Logo

🎥 ვის ჰქონდა მორგებული დელფინის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეოთხე ეპიზოდი შედგა

1764620845
რუსუდან ბოლქვაძე

„იმედის“ მაყურებელმა დღეს, 2 დეკემბერს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეოთხე ეპიზოდი, დუეტების ტური იხილა.

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 7 თოჯინა, ლაზიერი, ქურუმი, ფარშევანგი, მინოტავრი, ბროწეული, სიმინდი და დელფინი, წინა სეზონების თოჯინებთან ერთად წარდგნენ. მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: მინოტავრი, ბროწეული, ფარშევანგი, ლაზიერი, ქურუმი, შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.

დარჩენილი ორი თოჯინადან - სიმინდი და დელფინი ჟიურიმ მეგაშოუში სიმინდი დატოვა.

დელფინის ნიღაბი რუსუდან ბოლქვაძეს ჰქონდა მორგებული.

მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დიდია ნევროზებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამწვავების ალბათობა...“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური რჩევები 5 დეკემბრისთვის

⭕„ვენერა თავბრუდამხვევ რომანტიულ შეხვედრებს აჩუქებს...“ - ხათუნა ნოელი ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

🎥 „მე ვიყავი სპერმის დონორი, ასე გამოდის...ვუჩივლებ აუცილებლად“ - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე შვილზე 15-წლიანი გაურკვეველი ისტორიის შესახებ