Digest Logo

„ვენერა თავბრუდამხვევ რომანტიულ შეხვედრებს აჩუქებს...“ - ხათუნა ნოელი დეკემბრის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

1764613809
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ვენერას, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს:

„დღეს. 1-ელ დეკემბერს ვენერა მორიელიდან მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა.

რამდენად კარგია ეს ასტროლოგიური ტრანზიტები ჩვენთვის, რა სიკეთეს მოგვიტანს?

რა იქნება გასათვალისწინებელი, რა - მოსაფრთხილებელი?

მშვილდოსნის ზონა ვენერასათვის საკმაოდ კომფორტულია, ამიტომ ის თემები, რომლებსაც ვენერა განკარგავს, ბევრად უფრო ადვილი განსახორციელებელი იქნება, ვიდრე განვლილ პერიოდში. რა თემებია ეს -
ეს გახლავთ სოციუმში კონტაქტის დამყარების და ურთიერთობის უნარი, მატერიალური შემოსავლები, ფინანსური საკითხების გადაჭრის გზები. აგრეთვე ჩვენი რომანტიკული არჩევანი.

მორიელის მარწუხებიდან გათავისუფლებული ვენერა თავბრუდამხვევ რომანტიულ შეხვედრებს აჩუქებს, მშვილდოსნის, ვერძის და ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებს, აგრეთვე მათ ვისაც ვენერა ამ ზოდიაქოებში ჰყავთ.

ვინაიდან და რადგანაც მშვენიერი დროა უცხოეთის თემებთან დაკავშირებით, ასევე შემოქმედებითი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროექტებისათვის, რომანტიკული ურთიერთობები შესაძლოა ტრენინგებზე, სემინარებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, უნივერსიტეტების კედლებში ან უცხოეთში მოგზაურობისასაც გაიბას,
მაგრამ მშვილდოსანში ტრანზიტის დროს ჩვენი შეფასებები შეიძლება ცოტა გადაჭარბებულიც კი გამოდგეს და რეალობის სწორი აღქმა ოდნავ დაგვიკარგოს.  

ამან შეიძლება ზედმეტი მოლოდინები  გამოიწვიოს. ამ დროს ხშირია ხოლმე რომ ერთ-ერთ პარტნიორს აქცენტი გადააქვს ურთიერთობის სოციალურ მხარეზე, ითხოვს ოფიციალურ სტატუსს, ხაზს უსვამს ტრადიციებს და დამკვიდრებულ წესებს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ზედმეტი პრესინგი ძალზე არარეკომენდებულია, ვინაიდან მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, საკმაოდ იმპულსური და ცვალებადობისაკენ მიდრეკილებიც!

არის საშიშროება თქვენს რჩეულს თავი მოაბეზროთ და სხვასთანაც კი გაგექცეთ. ამის ნაცვლად ცვლილებების ტენდენცია სასარგებლოდაც შეიძლება გამოიყენოთ და ცხოვრება ახალი, ერთობლივი თავგადასავლებით გაუმრავალფეროვნეთ თქვენს საყვარელ ადამიანს.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს - ვენერა მშვილდში მფლანგველია. შესაძლოა, გადაჭარბებული ხარჯების გაღების სურვილი დაგეუფლოთ, ძვირიანი, ან ძვირფასი ნივთების შეძენისაკენ გაგიწიოთ გულმა. მოგეწონოთ რაღაც მასიური, დიდი გაბარიტის მქონე. ძალიან ნუ გათამამდებით, აკონტროლეთ თქვენი ხარჯები.

მშვენიერი  დროა უცხოეთის თემებთან დაკავშირებით, იქაური საქმიან თუ სასიყვარულო პარტნიორებთან მტკიცე კავშირების გასაბმელად, შემოქმედებითი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროექტებისათვის.

შეეცადეთ მოიძიოთ შემოსავლების წყარო უცხოურ ფირმებთან კავშირში, შეგიძლიათ ასევე ითანამშრომლოთ გამომცემლობებთან, სტამბებთან, კარგი პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ის კი არადა ხელფასის მომატების სათხოვნელადაც ზედგამოჭრილი დროა.

ვენერა ამ ნიშანში 24 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვიყავი სპერმის დონორი, ასე გამოდის...ვუჩივლებ აუცილებლად“ - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე შვილზე 15-წლიანი გაურკვეველი ისტორიის შესახებ

„ვერ მოერგო ჰარმონიას... არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები“ - ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ პარტნიორზე

„ალკოჰოლი მხოლოდ თეთრ ფერში, დაფნის ფოთოლი აუცილებლად...“ - რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრის გაწყობამდე