„იმედის“ მაყურებელმა მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მე-6 ეპიზოდი იხილა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა: ბროწეული, მინოტავრი, ქურუმი, ფარშევანგი და ლაზიერი წარდგნენ.
მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ლაზიერი, ბროწეული და მინოტავრი. შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - ფარშევანგი და ქურუმი, ჟიურიმ მეგაშოუში ფარშევანგი დატოვა.
ქურუმის ნიღაბი გიორგი გილიგაშვილს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ახდეს
🎥 „ოჰო, ცეცხლი ხარ...“ - მარიამ შენგელია ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„რა სილამაზე ხარ...“ - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან