
მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა.
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.
გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: მედუზა, პანტერა, პუპი, ფარაონი, მუხლუხო და თუთიყუში. ისინიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინიდან - ვერძი და კენგურუ, ჟიურიმ მეგაშოუში კენგურუ დატოვა.
ნიღაბი მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 12 ახალი თოჯინათი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ცოტა ვნერვიულობ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„გილოცავ ჩემო სიყვარულო...“ - ლევან ვასაძის შვილიშვილი გაქრისტიანდა