
ეთო სააკაშვილი ამჟამად თბილისის 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 27 წელია მოსწავლეებს საკუთარ ცოდნას უზიარებს. იგი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ კამერების ობიექტივში მოხვდა, სადაც საკუთარ პროფესიასა და ცხოვრებაზე ისაუბრა:
„ჩემი შვილები აქ არ არიან. ჩემი გოგონა უკვე 8 წელია საფრანგეთში ცხოვრობს, გათხოვდა, ჰყავს სამი შვილი და ამ დროის განმავლობაში ერთმანეთი არ გვინახავს. თავისი ბაყაყი დამიტოვა და მე გავაცოცხლე. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ მე გიჟი ვარ, თუმცა ეს ასე არ არის. თუ კი ვაჟა-ფშაველამ ქუჩი აალაპარაკა და უსულო საგნებს სული ჩაბერა, მე ყველა თოჯინას ჩავბერე. ჩემი ბიჭი ამერიკაშია. რთულია მარტოობა, ამას საზოგადოდ, ხომ არ გამოვაცხადებ.
ბავშვები ერთხელ რომ ჩამეხუტებიან, შემდეგ მეორედ მოდიან. ყველამ იცის, რომ ერთხელ მათთვის ვკოცნი, მეორე კი ჩემი შვილებისთვისაა. იციან ბავშვებმა და მეტად გამოხატავენ სითბოს. მე რომ დიდებში მემუშავა ერთი ბოღმიანი და სევდიანი ქალი ვიქნებოდი. მაგრამ ვიცი, რომ ბავშვებშია ღმერთი და ისინი ღმერთის თვალებით მიყურებენ. ყოველ დღე ცხრის ათ წუთზე ვარ სკოლაში. 3 ან 4 საათი მძინავს“, - ჰყვება ეთო სააკაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: