
ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იგივე „მასტერიმ“ ახალი სიმღერა - „ხსოვნა“ - ჩაწერა, რომელიც ქვეყანაში გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას მიუძღვნა.
რეპერმა მძიმე სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, რომელსაც „იუთუბზე“ ორ დღეში 16,480 ნახვა აქვს.
„ერთმა გოგონამ მომწერა, ჩამიგდო ფოტო, რომელზედაც მე და მისი ძმა - ირაკლი ვართ.
მითხრა, რომ ირაკლის ტელეფონში ისევ დარჩენილი იყო ჩვენი სამახსოვრო ფოტო და ჩემი სიმღერები...
ეს ამბავი ძალიან შემეხო გულზე და მალევე დავწერე ეს სიმღერა, დაახლოებით ერთი წელი გავიდა და თქვენამდეც მოვიდა... მე მინდა, რომ ამ სიმღერით გავიხსენოთ ის ჩვენი ახლობელი ახალგაზრდები, ვინც ყველაზე ძალიან დაგვწყვიტეს გული და კომენტარებად დავწეროთ მათი სახელები და წლები..“,- წერს რეპერი.
„1999-2021 მირანდა კაკაბაძე“
„ალექსანდრე(ბაკო) ჯამაგიძე 1995-2013“
„გიორგი ლაღაძე 1999-2023“
„ირაკლი აგულოვი 2000-2019“
„ლევან კბილაშვილი 1990 - 2022“
„ყველა იმ ახალგაზრდების მოგონება იყოს, ვინც ჩვენს თვალებს დააკლდა, სამარადისო დიდება მათ სულებს!“
„ბავშვობიდან გისმენ და ის მიყვარს, რომ ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს. ამ სიმღერის ისტორიაც და სიმღერაც მგონი ყველაზე მეტად შემეხო შინაგანად, მაგარი კაცი ხარ მასტერ გენაცვალე“
„გულს შეეხო , ყველა მეგობარს და ახლობელს , რომელიც გვერდით აღარ მყავს ....მადლობა“, - წერენ კომენტარებში. ️
აგრეთვე დაგაინტერესებთ: