Digest Logo

„ვხედავდი როგორ დადიოდა ჭია ჩემ თვალებში და ვერავის ვაჯერებდი...“ - რას ჰყვება ქალი, რომელსაც თავის ტვინიდან 15 სანტიმეტრიანი „ღორის სოლიტერი“ ამოუღეს?

1742641610
ია ნარსიაია ნარსია

საქართველოში უნიკალური შემთხვეევა დაფიქსირდა, ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს შუახნის ქალს, ია ნარსიას თავის ტვინიდან 15 სანტიმეტრიანი ჭია, იგივე „ღორის სოლიტერი“ ამოუღეს. ოპერაცია ქართველმა ექიმმა გიორგი სექანიამ ჩაატარა. ექიმი სიმსივნის ამოსაკვეთად იყო მზად, თუმცა პაციენტის ტვინში სიურპრიზი დახვდა.

ია ნარსიამ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც დეტალურად მოჰყვა დიაგნოზისა და ოპერაციის შესახებ. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

ია ნარსია: ჩემი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეოთხე სტადიის სიმსივნე. ექიმებს ვუთხარი რომ ოპერაციის გაკეთების თავი არ მქონდა და სანამ ვიცოცხლებ, ვიქნები ასე-მეთქი. 27 თი 28 დეკემბერი იყო, როდესაც ჩამოვედი თბილისში ამ ბიჭთან კლინიკაში. ვეღარ დავდიოდი თვალებშიც ვერ ვიყურებოდი. სხვა გზა აღარც მქონდა. ვუთხარი ახალი წელია და საახალწლოდ სიკვდილი არ მინდა მეთქი. ახალი წელი რომ გავიდა დავბრუნდი და გავიკეთე ოპერაციაც.

- ოპერაციამდე არც ერთ ექიმს არ მიუტანია ეჭვი, რომ ეს არ იყო სიმსივნე?

ია ნარსია: არა რადგან ყველას მეტასტაზი ეგონა. მკერდის გამო 9 წლის წინ ვიკეთებდი სხივებს მერე ეს დამემართა.ვხედავდი როგორ დადიოდა ჭია ჩემ თვალებში და ვერავის ვაჯერებდი. თეთრ პარკივით მეკვრებოდა თვალებზე და ვეღარაფერს ვხედავდი. თვალებში ვისხამდი წყალს. რას არ ვაკეთებდი. მერე გადაიწმინდებოდა და დავინახავდი.

- იზრდებოდა ეს ჭია?

ია ნარსია: დიახ, იზრდებოდა და ფორმასაც იცვლიდა. იხვეოდა და იშლებოდა. სოლიტერი იკუმშება და თან შეუძლია სიგრძეზე გაიშალოს. ამხელა ვერანაირად მოხვდებოდა თავის ტვინში. დიდი ალბათობით ცისტის სახით მოხვდა. რამდენიმე სტადია აქვს ჭიის დაბადებას. სოლიტერი გადაადგილდებოდა თავის ტვინში და ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს. ერთ გამოკვლევაზე იყო თხემში, მერე გადავიდა საფეთქლის წილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სტამბოლის ქართული სავანე - რამდენად მნიშვნელოვანია მასში დაცული დოკუმენტები?

🎥 „მსუბუქი ნარკოტიკები“- რა საფრთხეს უქმნის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას? - ფსიქიატრის განმარტება

⭕„ჩემი მეგობრები ეძებენ სახლს...“ - გია სურამელაშვილი საცხოვრებელ ადგილს იცვლის?