მეუფე ნიკოლოზი გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ შედეგის დადგომის შემდეგ გახდება ცნობილი სწორი გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული.
🔵გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს
„ვერაფერს გეტყვით, უცხოეთში ვიყავი და ახალი ჩამოსული ვარ. ბევრი რამე ფუჭდება. გელათი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო გელათი არ არის, ჩვენს ეპარქიაშიც ბევრი რამ ფუჭდება და რაღაცნაირად ვერ აუდის ეტყობა ჩვენი ქვეყნის სამსახური ამას. ვნახოთ საპატრიარქო როგორ გაუძღვება ამას და შედეგი რომ დადგება მერე ვუპასუხოთ ამას - ჯობდა თუ არა“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს
🔵„ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მესიჯი მივიღე…“ – ალეკო შუღლაძე