ვორკოჰოლიზმი (workaholism) ნიშნავს სამუშაოზე დამოკიდებულებას - მდგომარეობას, როცა ადამიანი მუშაობს არა მხოლოდ საჭიროებიდან, არამედ შიდა იძულებით და ვერ ისვენებს.
რატომ არის ეს მდგომარეობა საზიანო და რა გამოწვევების წინაშე დგება ვორკოჰოლიკის შვილები, ოჯახის წევრები - აღნიშნულ თემაზე ლანა ბლიაძის რუბრიკაში პიროვნული ზრდის ტრენერმა ნუგზარ ძიძიგურმა ისაუბრა:
„შრომა კარგია, მაგრამ საქმე მიდის იმაზე, რომ ემოციური კავშირი არ არის. ანუ, ის ვინც არის ვორკოჰოლიკი რა ზიანს იღებს და საერთოდ რატომ არის საზიანო?
ჯერ, ფიზიკურად ხდება ემოციური გამოწვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად აქედან მოდის, ინსულტები და ადამიანი თავს იკლავს ასე რომ ვთქვათ.
ყველაზე მთავარი - ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს გარემოს და ოჯახის წევრებს. ბავშვები დიდ ზიანს იღებენ.
მოვიდა სახლში ვორკოჰოლიკი, ამოწმებს მეილებს, ის ისევ არის სამსახურში. ფიზიკურად არის ოჯახის წევრებთან, მაგრამ შინაგანად არ არის. ბავშვებს კი აქვთ აღქმა, რომ დედამისი მასთან არის და თან არც არის“, - ამბობს ნუგზარ ძიძიგური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი: აღზრდის შეცდომები და „კარგი შვილის“ ფენომენი ნათია ფანჯიკიძისგან
🎥 რა კავშირშია ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან? - ეს უნდა იცოდეთ!
⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”