Digest Logo

🎥 „ვთამაშობდი... ჩემი მეგობარი ჩემ თვალწინ დაიღუპა, შიგნიდან შეიჭამა, დაკარგა ოჯახის წევრები...“ - კახა კინწურაშვილი აზარტულ თამაშებზე

1672817845
კახა კინწურაშვილი ლუდომანიაზე

„აჰა, ჭამე, შე ღორო“, „მიდი, გამიორმაგე“, „ღმერთო მარწყვები მესროლე“... - ამ და სხვა ფრაზებს ხშირად გაიგებთ ლუდომანი ადამიანისგან.

„აზარტი ყველა გემოვნებისთვის“….  ჩვენს რეალობაში არსებული კაზინოები და ონლაინ თამაშები თქვენს გემოვნებას აუცილებლად დააკმაყოფილებს. რთულია გაუძლო იმ შემოთავაზებებს, რასაც ყოველდღიურად ისმენ და ხედავ რეკლამის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ აზარტული თამაშები პროპაგანდის ნაწილია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაა ჩართული განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად სქესისა.

მსახიობი - კახა კინწურაშვილი ერთ-ერთ პოდკასტში სწორედ ამ პრობლემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავადაც ამ პრობლემის მსხვერპლი იყო.

„შიგნიდან გჭამს... პირველი წაგება ისეთი აზარტული იყო, მაგან ჩამითრია. არც მიფიქრია თუ პრობლემა მქონდა.

ფულის გადახდა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მოზარდი ვიყავი და სხვები დამეხმარნენ. უცებ, დიდად ვიგრძენი თავი.

ბოლო თანხის გადახდის მერე დიდი პაუზა მქონდა. მერე იყო ბრჭყვიალა „სლოტების“ თემა. სასმელი უფასო, გარემო სასიამოვნო და ისევ დავიწყე.

ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი დამაკარგვინა. ამისგან დანებება არაა - ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ჩემი ახლო ადამიანი, რომელიც მოთამაშე იყო, დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა, (მატერიალური, ოჯახი) და ბოლოს დაიღუპა. ძალიან ახალგაზრდა იყო. ამის მიზეზი იყო ის რომ შეიჭამა, ვერ გაუძლო. ეს კულმინაცია იყო ჩემთვის.

ეს ჩემს თვალწინ მოხდა და მაიძულა ხედვა შემეცვალა. მანამდე, მქონდა განცდა, რომ როცა მინდოდა, მაშინ დავამთავრებდი, თუმცა ეს მხოლოდ განცდა იყო და რა თქმა უნდა არარეალური“, - ამბობს მსახიობი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბათუმის სახლში პირველად ვხვდებით“ - რა ფოტოს აქვეყნებს მამულიჩა?

🔵„შეიძლება წელს ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ - 2023 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი ახალი წლის ღამეს - ფოტოები