Digest Logo

🎥 „ვტირი მართლა... რა ლამაზია“ - ემოციური კადრები სოხუმიდან

1721715827
თიკა ჯოლოგუა აფხაზეთი

თიკა ჯოლოგუა დამწყები „ტიკტოკერია“, რომელიც სტუმრად ბებოსთან და ბაბუასთან ოკუპირებულ გალში ჩავიდა. იგი სოხუმშიც იმყოფებოდა, საიდანაც ულამაზესი კადრები თავის გამომწერებს გაუზიარა.

ამასთან მან მოინახულა თითქმის ყველა ღირსშესანიშნავი და ცნობილი ადგილი, რომლითაც სოხუმი განთქმული იყო მსოფლიოში.

„ტიკტოკერის“ ობიექტივში შეხვდებით ისეთ ადგილებს, როგორიცაა - სანატორიუმი, შავი ზღვის სანაპირო, სოხუმის დრამატული თეატრი და ა.შ. თიკა ჯოლოგუა იმყოფებოდა სოფელ შრომაშიც, სადაც აფხაზეთის ომის კერა გაჩნდა და უამრავი ქართველი თანამემამულე დაიღუპა.

აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ სივრცეში დიდი ყურადღება მიიქცია და ქართველმა საზოგადოებამ მის კადრებზე ემოციები ვერ შეიკავა:

„ძალიან სახალისოდ მოჰყევი ყველაფერი, მაგრამ რამხელა ტკივილია ჩვენი“,

„შრომაში მომიკლა სნაიპერმა ჩემი ძმაა“,

„ჩემი სოხუმი. დამაკლდა სოხუმური საუბარი. ჩვენ, სოხუმელები დღემდე სხვანაირად ვმეტყველებთ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

@tikajologuaa დანარჩენი თქვენთვის მომინდია 🌴🫠 #სოხუმი #აფხაზეთი ♬ original sound - tikajologua00

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება

⭕ილია თოფურიამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მიიღოს