5 მარტს facebook და Instagram გაითიშა. სოციალური ქსელებით სარგებლობა გაუჭირდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
მომხმარებლები ვერ შედიოდნენ აპლიკაციებში, ვერ გზავნიდნენ შეტყობინებას.
Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალურ შეფერხებას მოგვიანებით კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ენდი სტოუნიც გამოეხმაურა. „ვიცით, რომ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენს სერვისებზე წვდომა. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, - წერდა ენდი სტოუნი.
სოციალური ქსელების აღდგენის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ჟურნალისტი მინდია გაბაძე წერს, რომ სხვა ადამიანის გვერდზე უპაროლოდ და ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევიდა.
„ამ სიცილში ძალიან სერიოზული ხარვეზი გაიპარა. რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ორი-სამი შემთხვევა არ იქნება. ამიტომ ფრთხილად.
ფეისბუკის აღდგენის შემდეგ, აპლიკაციამ, ჩემი „ექაუნთის“ გარდა, შესვლა შემომთავაზა ერთი მეგობრის „ექაუნთში“ (რომელსაც ჩემი ტელეფონი არასდროს გამოუყენებია) და ცუკერბერგი (AKA ზაკერბერგი) არ გაგიწყრეთ, უპაროლოდ, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევედი და თურმე არამხოლოდ მე.
იმავე ექაუნთში შევიდა კიდევ სხვა ადამიანიც.
არის ვარაუდი, რომ ეს ხარვეზი დაკავშირებულია საერთო გვერდის ადმინებთან, თუმცა არაა ჯერ დაზუსტებული რაც ვნახე. არც პაროლის შეცვლამ უშველა, არც საერთო ფეიჯიდან ჩახსნამ.
მხოლოდ ექაუნთში დაფიქსირებული გაჯეტების წაშლით მოახერხა შეეწყვიტა წვდომა ჩვენ ტელეფონებთან.
მოკლედ, ყურადღებით იყავით. Black Mirror არ გეგონოთ, ძალიან რეალური საფრთხეა“, - წერს მინდია გაბაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: