
მომღერალი ბორის ბედია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სადაც სამომავლო გეგმებსა და ოჯახზე ისაუბრა:
„არ მიყვარს სხვისი „კოპირება“ გავაკეთო, არ მინდა თქვან, რომ სხვას ვბაძავ. მადლობას ვუხდი ქართველ ერს და მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს სიყვარულისთვის.
მე ისეთი მეგრელი ვარ ტყუილი არ მიყვარს. ყველა ლამაზი ქალი არის ჩემი მუზა. შეიძლება ქუჩაში შემხვდეს მშვენიერი მანდილოსანი და სიმღერის ხასიათზე დამაყენოს. სულ ასეა ჩემი ცხოვრება - თუ ქალბატონი არ არის სუფრაზე, სადაც არ უნდა მოვხვდე ვერ ვმღერი. კი ვიმღერებ უბრალოდ პატრიოტულებს.
ვიზუალს ქალში დიდი მნიშვნელობა აქვს და მერე ენერგეტიკასაც. ყველაფერი ხდება და იმედიც გამცრუებია. მთავარია უხდებოდეს ქალს სამოსი. შესაძლოა ქალს მოკრძალებულად ეცვას და მეტი სექსუალურობა მოდიოდეს მისგან. ვულგარული ქალები არ მომწონს, ზედმეტად რომ ცდილობს წარმოჩენას. შესაძლოა ისე სექსუალურად ეცვას, რომ გავგიჟდე და ჭკუა დავკარგო“,- ჰყვება ბორის ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - შორენა ბეგაშვილი რჩეულთან ერთად გამოჩნდა
⭕როგორ მომართოთ მარტის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ - ასტროლოგის რჩევები