ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე საკუთარ ოჯახში მომხდარ ამბავზე წერს, რომელმაც მას გული აუჩუყა:
„თითქოს წესიერება არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ისე გაოცებული ვარ უნდა დავპოსტო.
სახლში ერთ-ერთ ოთახში შუქის ანთების დროს ტელევიზორიც უცებ გაანათებდა და ისევ ქრებოდა.
პროფესიონალებმა გვირჩიეს, რომ ელექტრიკოსი მოგვეყვანა, სავარაუდოდ „ნული“ არის დაკარგულიო, თუ სუსტიო (ვერ ვერკვევი რას ნიშნავს ახლაც).
მოვიყვანეთ ერთი კაცი, რომელმაც კარგა ხანს იმუშავა, შეამოწმა ყველაფერი და თქვა, აბსოლუტურად წესრიგშია ელექტრობა, არაფერი აქ ხარვეზი არ გაქვთო.
შესაბამისად უარი თქვა ჰონორარზე, არაფერი გამიკეთებიაო. ცნობისთვის აქვე დავსძენ, რომ მან არ იცოდა ვის სახლში იყო, ანუ რაიმე პატივისცემას არ ჰქონია ადგილი ჩემს მიმართ.
ოჯახის სხვა წევრი ეკონტაქტებოდა და ის დახვდა სახლში.
ასეთ პატიოსან ხალხზე მართლა მეტირება, რანაირად ცხოვრობენ?
რანაირად შეინარჩუნეს ასე წესიერება ამ საუკუნეში?
ვინც ჩემს ოჯახს იცნობს მიხვდება, რომ მამაჩემი იყო ასე სულელურად პატიოსანი და თითქოს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ, აი ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“,- წერს ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი მზე ხუთი წლის“- მარიამ სანოგოს შვილი იუბილარია, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
⭕🎥 „სანი მომავალი ვარსკვლავია“ - ანდრია გველესიანი შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს
🎥 უნდა დავლიოთ თუ არა წყალი ჭამის დროს? - ენდოკრინოლოგის რჩევები