Digest Logo

🎥 უნდა დავლიოთ თუ არა წყალი ჭამის დროს? - ენდოკრინოლოგის რჩევები

1706856990

უამრავი მითი არსებობს ჭამის დროს წყლის მიღებასთან დაკავშირებით, უნდა დავლიოთ თუ არა წყალი საკვების მირთმევის დროს, ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.

„არსებობს ჭამის დროს წყლის მიღებასთან დაკავშირებული მითები, მაგრამ დღეს დღეობით არ არსებობს ისეთი შეთანხმება მედიცინაში, რომელიც გვეუბნება, რომ საკვების მიღების დროს წყალი არ დალიო, ან როგორც კი დაასრულებ საკვებს.

შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში დავლიოთ, თუმცა ჩვენ ენდოკრინოლოგები ვურჩევთ, რომ მივიღოთ ჭამამდე 15 წუთით ადრე, ეს მოამზადებს და შეაფხიზლებს ჩვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას საკვების მონელებისთვის და ასევე იწვევს დანაყრების შეგრძნებას“,- გვირჩევს ენდოკრინოლოგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველგან გაქვთ წარმატების შანსი და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“ - 2024 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

⭕🎥 „სანი მომავალი ვარსკვლავია“ - ანდრია გველესიანი შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს