გიორგი ნაზღაიძის ცხოვრების განვლილი ეტაპები ნამდვილად არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მას ადრეული ასაკიდან უწევდა შრომა, რომ ოცნებები აეხდინა, ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებისთვის თავისი შრომითა და მიზანდასახულობით მიეღწია.
მსახიობი, ტელეწამყვანი ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც განვლილი ცხოვრება, ბავშვობა და სიდუხჭირის წლები გაიხსენა:
„ცხოვრებას ყოველდღიურობაში ვუყურებ, ვფიქრობ, ასე უფრო სწორია, ვიდრე ვიფიქრო, ხვალ რა მომინდება და მე დღეს ოჯახი შევქმნა იმიტომ, რომ ხვალ აღარ მინდოდეს მარტოობა.
მგონია, რომ დამსახურებულად ვარ იქ სადაც ვარ. ყველაფერი გამოვიარე და ბევრი ვიშრომე.
იყო გიორგი, პატარა ბიჭი, რომელიც იზრდებოდა სიყვარულში, თუმცა დიდ გაჭირვებაში. მახსოვს, სადღაც მივდიოდით, ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა და ზუსტად მახსოვს, ყავისფერი ფეხსაცმელი მავთულით გავკერე და ისე წავედი. დაახლოებით მეხუთე, მეექვსე კლასში ვიქნებოდი.
სულ ვშრომობდი. სიგარეტს ვყიდდი პატარა ჯიხურში, დღეში 2.5ლ მქონდა, დილის 5 საათზე ვდგებოდი, მივდიოდი ვაგზალზე, საბითუმოში მივდიოდი, მომქონდა ბონბონიერი, შოკოლადები, მომქონდა მეტროთი და 300 არაგველის მაღაზიას ვამარაგებდი. ვსწავლობდი ამ დროს გეპეიში. როცა იცი, რომ ოჯახს არ აქვს და არ არიან ვალდებულები, შენი მოთხოვნები შეასრულონ, უნდა გააკეთო ისე, რომ ოჯახს არ დააწვე“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: