ცნობილ ექიმს ქმარი დანის 33 დარტყმით კლავდა - ირკვევა, რომ ყოფილი პროკურორი ლევან გადელია ცოლის, გურანდა აბულაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს.
ირკვევა, რომ ქალი ნათესავებმა ქმართან შესარიგებლად სადილზე დაპატიჟეს, შემდეგ მარტო დატოვეს. შემდეგ კაცმა ცოლი ჩაკეტა და მოსაკლავად გაიმეტა.
მსხვერპლს ეჭვი აქვს, რომ სამედიცინო დასკვნა გავლენებით გააყალბეს. გურანდა აბულაშვილი ამბობს, რომ კაცთან რომელიც ექსპერტიზის მტკიცებით შეურაცხადია, 12 წელი გაატარა, ამიტომ ექიმისთვის მისი ფსიქიკური პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
ლევან გადელიას ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზით ციხის ნაცვლად კლინიკაში გადაყვანა რომ წინასწარ იყო დაგეგმილი ამ ფაქტს კიდევ ერთი გარემოება ამყარებს! დაზარალებული ქალი გვიყვება რომ მინდობილობის გაფორმებას მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვის მიზნით ქმარი ჯერ კიდევ ციხიდან შეეცადა.
ცნობილი ექიმის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული კაცი, თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო, მანამდე წლები პროკურატურაში იმუშავა, ამიტომ გურანდა აბულაშვილს ეჭვი აქვს, შეურაცხადად გამოცხადებაც გავლენიანი ნაცნობების დამსახურებით მოხდა.
„შაბათის ეთერთან" ამ მძიმე საქმეზე საუბარი გადელიას ოჯახს არ სურს. თუმცა რაზედაც დუმს ოჯახი, ღიად საუბრობენ ადგილობრივები. ლევან გადელიას მეზობლებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა ქალზე განხორციელებული თავდასხმის დღე. ამბობენ, რომ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები არასდროს ჰქონია.
ლევან გადელია, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის მომენტში საჯარო მოხელე იყო. თუ ის შეურაცხადი იყო, როგორ მუშაობდა მერიის აუდიტის სამსახურში ან როგორ ანდობდნენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს?!
გადელია ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია, თუმცა გურანდა აბულაშვილი შიშობს რომ ქმრის სამიზნე დაწესებულების დატოვების შემდეგ ისევ გახდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი
🎥 სოციალურ ქსელში „ღამის შოუს ბენდის“ სახალისო ვიდეო გავრცელდა
წყარო: tvpirveli.ge