Digest Logo

„მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ჩემი მერხის ამხანაგის სიკვდილი...“ - ვინ იყო კაცი, რომლის სიცოცხლეც ავარიამ იმსხვერპლა

1700316201
ნუგზარ მათითაიშვილი

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი ნუგზარ მათითაიშვილია, რომელსაც სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან.

„დღევანდელი დილა ზუსტად ისეთი იყო, როგორი ამბავიც გავიგე. ცა ფეხად ჩამოვიდა და ზუსტად ასეთი - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ჩემი მერხის ამხანაგის სიკვდილი... ძალიან მძიმე გასააზრებელი, დაუჯერებელი და საზარელი.

გუშინ ვნახე, როგორც ყოველთვის, ჩქარობდა, ნუგო როგორ ხარ მეთქი, მოვაბრუნე და ჩავეხუტე... გუშინ ვნახე, გუშინ და რა ძნელია ამის გაგება, რომ გუშინ ვნახე ადამიანი, რომელიც დღეს აღარ არის.
თვალებს ვერ ვუსწორებ ამ რეალობას, ვერ ვუყურებ ჩემ ტკბილ მანანა დეიდას, მარიამს, სამ ანგელოზს, რა ძნელია უმამობა, მე ხომ ვიცი!

ყველა უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, რადგან ასე საჭიროა ახლა ეს სიცოცხლე ყველა მცირე მისი შვილებისთვის. და რა საძულველი გახდა უკვე ეს ნოემბერი, ჩვენი კლასისთვის უკვე მესამედ გახდა ასეთი საძაგელი და შეუბრალებელი“, - წერს გარდაცვლილის კლასელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „6 წელი ვცდილობდი პროექტში გასვლას, კიდევ კარგი, რომ კიდევ გავედი და გამიმართლა“ - რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე

„რატომ აგვიანებს ჩვენი ბავშვი ლაპარაკის დაწყებას, ჩვენ ორივეს ადრე დაგვიწყია თურმე“ - პედიატრის განმარტება

🎥 „რომ ვისხედით, უცებ ფეხზე ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამომიწია, ძალიან დავიბენი“ - ხვიჩა კვარაცხელია ლეო მესისთან შეხვედრაზე