Digest Logo

„ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი“ - ჯაბა კანკავამ „დინამო თბილისი“ დატოვა

1794295020
ჯაბა კანკავა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ „დინამო თბილისის“ დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„დინამოს“, მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი, თუმცა იყო დროული.

დინამო ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი, გუნდი სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები.

ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ“, - წერს ჯაბა კანკავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჯაბა კანკავა „დინამო თბილისს“ გასულ წელს შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში ორი სეზონი გაატარა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ნოემბერს საქართველოში

✕