Digest Logo

„ყვარყვარეს“ ტრიუმფი მაკედონიაში: ჯანო იზორია საუკეთესო მსახიობად დასახელდა

1777620814
ჯანო იზორია

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობმა, ჯანო იზორიამ, მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მაკედონიაში გამართულ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე (Macedonia Georgia) იზორიამ სპექტაკლისთვის „ყვარყვარე“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ემოციურ პოსტს მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და გამარჯვებას კოლეგებსა და ოჯახის წევრებს უძღვნის:

„ყვარყვარე სჭირდება ყველას!!! ყველგან!! და ყოველთვის!!! მადლობა ყველას, სიხარული ნუ მოგაკლოთ ღმერთმა... მადლობა ვინც ამ ყველაფრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა ფოთის თეატრს, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული სამხატვრო ხელმძღვანელამდე... მადლობა ჩემი ოჯახის ყველა წევრს, რომ ჩემს საქმეს პატივს სცემენ. ეს რეგიონის თეატრია!

P.S. ჩემს გამჭირვებია ინგლისურზე ნუ დამცინებთ, სიხარული და გაჭირვება რას არ გაგაბედინებს“, – წერს ჯანო იზორია.