
მომღერალი, მუსიკოსი და ანსამბლი „თორდას“ ხელმძღვანელი, თამარ ალადაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„დილით რომ ვდგები და ვხვდები, რომ ბევრი რამე მაქვს მოსასწრები ყველაფერს ვთიშავ და ველოდები როდის დავალაგებ გონებაში. როდესაც გავიგე მეორე შვილის მოლოდინის შესახებ, ვიფიქრე ამდენ საქმეში როგორ უნდა მომესწრო. წელიწადი და შვიდი თვე არის შუალედი პირველსა და უკვე მეორეს შორის. ძალიან დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა. გასათვალისწინებელია ხასიათი კვება და ა.შ. მეუღლემ ჩემზე კარგად მიიღო ეს ამბავი და მადლობა მას გვერდში დგომისთვის.
დედამთილი საუკეთესოა, სამწუხაროდ მამამთილი არ მყავს. უზომოდ საყვარელი ადამიანია. შორს არის ახლა ვანში და მოვიკითხავ. მეორე დედიკოა ჩემი. როცა ადამიანი ასე გხვდება და გიღებს ძალიან დასაფასებელია. მადლობა მაქვს მოხდილი, ყვავილები გავუგზავნე და მივწერე რომ მადლობა ასეთი შვილი, რომ გაზარდეთ და იგი ახლა ჩემი მეუღლეა. უზომოდ განათლებული და ინტელიგენტი, კულტურული ადამიანი“, - ჰყვება თამარ ალადაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის... არ წყდება ეს ტკბილი და თბილი ემოცია“ – დუეტი „ლეონი“