
„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან და წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
მათი შვილი, რომელიც წყვილს 10-წლიანი ლოდინის შემდეგ ეყოლათ 4 წლის გახდა.
წყვილი ყველას მადლობას უხდის თბილი მილოცვებისთვის და დაბადების დღის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
„მადლობა ყველას, ჩვენო საყვარელო ადამიანებო, ჩვენო მეგობრებო ნოეს დაბადების დღის მოლოცვისათვის მადლობა.
ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც დღემდე ვიღებთ მესიჯების, ზარების სახით და კიდევ არ წყდება ეს ტკბილი და თბილი ემოცია. მადლობა ბავშვთა გასართობი ცენტრს, ასეთი ბედნიერი დღესასწაულის მოწყობისათვის.
მადლობა, ნოეს მეგობრებს და ბაღელებს, ვინც გაახარა ნოე სიყვარული გვიყვარხართ“, - წერს „დუეტი ლეონი.“
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი იქნება მარტი მანდილოსნებისთვის - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
🎥 „დღეს სურვილების ჩაფიქრების დღეა“ - 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
🎥 ფრანგმა შემსრულებელმა Gims „განდაგანას“ რემიქსზე კლიპი გადაიღო