
მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე, გუგა გოგინაშვილი ცოტა ხნის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. მსახიობი იმ ემოციებზე საუბრობს, რაც მას დედობამ მოუტანა.
„ჩემი ახალშობილი არის რონი გოგინაშვილი. ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია ჩვენი შვილისთვის… ბოლოს მამიკომ მოიფიქრა ეს სახელი. ეს არის ინგლისური სახელი, თან, ჩემი მეუღლის ბავშვობის საყვარელი ნაწარმოების გმირის, ჰარი პოტერის საუკეთესო მეგობარს ჰქვია. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ისეთი სახელი დაგვერქმია, რომელიც ძალიან გავრცელებული არ იქნებოდა…“, - ამბობს იგი.
როგორც მსახიობი ჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკეისროთი მშობიარობას ურჩევდა, მაინც ფიზიოლოგიურად მშობიარობა გადაწყვიტა.
„ყველა მეუბნებოდა, არ გარისკო ფიზიოლოგიურად მშობიარობაო, 38 წლის ასაკში პირველი მშობიარობისთვის ჯობია საკეისრო გაიკეთოო, მაგრამ ექიმს ვენდე და ეს არჩევანი გავაკეთე…
ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. იმის გამო, რომ მსგავსი გამოცდილება არ მაქვს, ყველაფერს მძაფრად აღვიქვამ. საკუთარ თავთან მაქვს კითხვები, რამდენად სწორად ვაკეთებ, რაც ბავშვს ეხება, დედობის პირველი ეტაპი მართლა ძალიან რთულია…“, - ჰყვება ნინო მუმლაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - ძმები არველაძეების და მანიკა ასათიანის შესრულება სოცქსელს იპყრობს