ასტროლოგი თამარ აქუბარდია „პოდკასტი თამოსთან“ სტუმარი იყო, სადაც მან სხვადასხვა მწერალი ასტროფსიქოლოგიისა და ვედური ასტროლოგიის თვალით დაგვანახვა:
„ასტროფსიქოლოგია ეს ბევრად უფრო თანამედროვე გაგება არის, იმიტომ, რომ ადრე არ არსებობდა ასეთი რამ. ასტროლოგია იყო როგორც ბედისწერა, 40 საუკუნეა, რაც ასტროლოგია არსებობს და ჰქონდა ბედისწერის გაგება. რას ნიშნავს ბედისწერა? მაგალითად, მეფე რომ მოკვდება და მეფე უნდა მომკვდარიყო. შემდგომ უკვე ბოლო საუკუნეებში ნელ-ნელა განვითარდა ასტროლოგია ცოტა სხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუძემდებელი ასტროფსიქოლოგიის იყო კარლ იუნგი. იუნგმა დაიწყო დაკვირვება, რომ პირადი რუკა ასტროლოგიური კომბინაციების, ენერგიები მაგალითად იქ სტიქიებზეა ლაპარაკი არის მაგალითად პლანეტურ ენერგიებზე, ძალიან იყო კავშირში ადამიანების ფსიქოლოგიასთან. როდესაც რთულ პაციენტთან მუშაობდა იუნგი ამჩნევდა, რომ უფრო რუკით ხვდებოდა ხოლმე, რა პროცესები შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ფსიქოლოგიური პრობლემების მიღმა.
შემდგომ უკვე ნელ-ნელა იხვეწებოდა ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობები და აი, მანდ ძალიან კარგად, სინთეზურად შემოვიდა კარმული ასტროლოგიის ცნება, იმიტომ, რომ ვედურ ასტროლოგიაში არის უფრო კარმული ცნებები და დასავლურ ასტროლოგიაში უფრო ფსიქოლოგიური „პატერნები“. როგორც იუნგი ამბობდა, მაგალითად საგვარეულო გენეტიკური ანუ არქეტიპულ დონეზე გენეტიკური პრობლემები რაც იყო გვარში აი, ეს დასავლურ ასტროლოგიაში ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგია როგორც წინაპრების ველიდან და აღმოსავლურ ასტროლოგიაში ეს იყო კარმა.
ფსიქოლოგიის და ეზოტერული ცოდნის შერწყმა მოხდა, ამიტომ რეალურად ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად ასტროლოგია განვითარდა აბსოლუტურად სხვა კუთხით, ოღონდ ახლა ბევრად უფრო სიღრმეში მივდივართ.
თვითონ ფსიქოლოგიის მიმდინარეობებშიც არის თეორიები, ანუ ერთი მიმდინარეობა ვერ უთავსებს მეორე მიმდინარეობს მაგალითად, თუნდაც გეშტალტ თერაპია იყო რაღაც დონეზე ფსიქოანალიზის წინააღმდეგი რაღაცებში, არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს და ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, რომ არის სისტემები, სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც სადღაც არ ეთანხმებიან ერთმანეთს ხოლმე სისტემები, ხომ?
ასტროლოგია არის ძალიან ძველი, მოდი ასე ვთქვათ ფილოსოფია. ფილოსოფიიდან დაიწყო საერთოდ ყველაფერი. ასტროლოგიის გამოყენება ჩვენ შეგვიძლია ტრავმების კუთხით.
დოსტოევსკის „შავი მთვარე“ ჰყავდა მორიელში, მეათე სახლში. მეათე სახლი ასტროლოგიაში ჩვენთან მამის სახლი არის, ანუ კარმული ასტროლოგიით, ვიფიქრებდით, რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან სერიოზული ტრავმები მამისგან, ანუ მამის შინაგანი აგრესია, შინაგანი დაუმუშავებელი, მძიმე ემოციები მოჰყვება ტვირთად მამის გვარიდან, თან აქ ერთ ადამიანზე არ არის საუბარი, ანუ საგვარეულო ნეგატივი, მაგრამ მფარველი ანგელოზი ჰყავდა ტყუპებში და ტყუპები არის ინფორმაცია, წერა, კომუნიკაცია და ინტელექტუალური რესურსები.
ვედური ასტროლოგიიდან ყველა მისი ნაწარმოები იყო კარმული, ძველი, ინკარნაციული ნაცხოვრები ემოციები კრებული. ფაქტობრივად, ყველა პერსონაჟი სავარაუდოდ მასში ცხოვრობდა, როგორც წარსული ინკარნაციები თავის დემონებითა და თავისი ანგელოზებით“, - ამბობს თამარ აქუბარდია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ცნობისთვის, თამარ აქუბარდია არის ასტროფსიქოლოგი და ასტროლოგი. იგი აქტიურად მოღვაწეობს ეზოტერიკის, კარმული ასტროლოგიისა და ასტროფსიქოლოგიის მიმართულებით.
იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობით, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმისა თუ მედიასაშუალების მეშვეობით ახორციელებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძვირადღირებული სამკაული, ვარდები და ოთხფეხა მეგობარი - შორენა ბეგაშვილის ოჯახური იდილია,
🎥 რატომ არ არის დამოკიდებულება სიყვარული? - ფსიქოთერაპევტის ვიდეომიმართვა