Digest Logo

🎥 რატომ არ არის დამოკიდებულება სიყვარული? - ფსიქოთერაპევტის ვიდეომიმართვა

1792067050
ლეილა ლომუაშვილი

დამოკიდებულება (თანადამოკიდებულება/ემოციური დამოკიდებულება) არ არის სიყვარული, რადგან მათი საფუძველი, მოტივაცია და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე რადიკალურად განსხვავდება. სიყვარული დაფუძნებულია თავისუფლებასა და ზრდაზე, ხოლო დამოკიდებულება შიშსა და კონტროლზე.

აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპევტი ლეილა ლომუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:

„რატომ არ არის დამოკიდებულება სიყვარული?

იმიტომ, რომ მის უკან დგას არა გულწრფელი ინტერესი ადამიანის მიმართ, არამედ შინაგანი სიცარიელის და მარტოობის აუტანელი განცდა.

როდესაც ადამიანმა არ იცის ვინ არის თვითონ, არ შეუძლია საკუთარ თავთან ყოფნა, უჭირს საკუთარი მოთხოვნილებების ამოცნობა, უჭირს ზრუნვა საკუთარ თავზე და ცხოვრების საზრისებზე, მაშინ ჩნდება ვიღაც, ვინც იქცევა ცხოვრების საყრდენად, ერთგვარ გადამრჩენელ ყავარჯნად. და არა როგორც სუბიექტი, არამედ ობიექტი, ინსტრუმენტი, რომელიც როგორც მას ჰგონია, დაეხმარება მარტოობისგან თავის დაღწევაში და ეს ობიექტი რომ შეინარჩუნოს, ყველანაირად უნდა შეეწყოს და კიდევ მეტად დაკარგოს საკუთარი თავი“, - ამბობს ლეილა ლომუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნანუკა ქარუხნიშვილი რადიკალურად შეცვლილი იმიჯით ტელეეკრანზე გამოჩნდა - რას ამბობს მომღერალი გარდაცვლილ მეუღლეზე

🎥 როგორ დავიცვათ მოზარდები შესაძლო საფრთხეებისგან და როგორ შევინარჩუნოთ მათი ნდობა - ლია მეტრეველი მშობლებს მიმართავს

🎥 სასუნთქი, შარდ-სასქესო და გულ-სისხლძარღვთა სისტემები: ჯანმრთელობა და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

✕