Digest Logo

„ყველაფერი დაიწყო ორი ძმით, რომლებიც საზიარო ველოსიპედზე ოცნებობდნენ...“ - ილია თოფურიას ემოციური მიმართვა ალექსანდრეს ბრძოლამდე

1795194030
ილია თოფურია

ილია თოფურია სოციალურ ქსელში ძმას ემოციურ პოსტს უძღვნის და მას განვლილი გზის, შრომისა და თავგანწირვისთვის მადლობას უხდის.

მებრძოლი იხსენებს ბავშვობის ოცნებებს საზიარო ველოსიპედზე, იმ სირთულეებსა და მსხვერპლს, რამაც აქამდე მოიყვანა, და აღნიშნავს, რომ რაც უნდა მოხდეს, მისთვის ძმა ყოველთვის ჩემპიონად და ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამაყედ დარჩება.

„ჩემო ძმაო, მინდა მოგილოცო მთელი ის შრომა, თავგანწირვა და ერთგულება, რომელმაც აქამდე მოგიყვანა.

ამ ქვეყნად ჩვენზე უკეთ არავინ იცის ის გზა, რომელიც გავიარეთ. არავინ იცის რეალურად, რის ფასად დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, რა სირთულეები გადავლახეთ, რამდენჯერ მოგვიწია წამოდგომა და რა დავტოვეთ უკან ჩვენი ოცნებების ასახდენად.

ყველაფერი დაიწყო ორი ძმით, რომლებიც საზიარო ველოსიპედზე ოცნებობდნენ. დღეს კი ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 

მაგრამ ყველაზე მეტად სიამაყით არა ის მავსებს, რასაც მიაღწიე, არამედ ის, თუ რა ადამიანად ჩამოყალიბდი. რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გული დგას თითოეული ბრძოლის მიღმა.

ხვალ იმ ოქტაგონში მარტო არ ახვალ. შენთან ერთად ამოდიან ჩვენი ბავშვობის ოცნებები, ჩვენი მსხვერპლი, ჩვენი ისტორია და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი არასდროს შეუწყვეტია რწმენა.

ხვალ გამარჯვება შენია, რადგან ის სისხლით, ოფლითა და ცეცხლით მოიპოვე.

რაც უნდა მოხდეს, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი იქნები, ჩემი უფროსი ძმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე.

მთელი სულით და გულით მიყვარხარ, ძმაო. ღმერთი იყოს შენთან ხვალაც და ყოველთვის“, - წერს ილია თოფურია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ კარალიოკის სამკურნალო თვისებები - „სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, ისე მისი ფოთლები და ყუნწები“

🎥 „ერთ წელზე მეტია ბუნებრივ აირს არ მოიხმარდა...ადამიანის დაუდევრობის ამბავია“ - რას ამბობენ „თბილისი ენერჯიში“ ფონიჭალაში აფეთქების წინასწარ მიზეზებზე

⭕ პატრიარქი შიო მესამე: დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

✕