ლევან დოთიაშვილი, რომელიც ოთხდღიანი ტყვეობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, მომხდართან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
დოთიაშვილი მედიასთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ დაინახა როგორ მოკლეს ოკუპანტებმა თამაზ გინტური, რომელთან ერთადაც მანქანაში იჯდა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, - თქვა ლევან დოთიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გაიტაცეს, რაც მისი თანმხლები თამაზ გინტური მოკლეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: