
რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს და არასტაბილურ ქმედებებს? - აღნიშნულ თემაზე „პოდკასტი სანდრიკასთან“ დეკანოზმა მამა საბა ჭიკაიძემ ისაუბრა:
„უმძიმესი და ურთულესი რეალობაა, რაც დღეს ხდება: აშლილობები, სხვადასხვა დაავადებები. ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან მსგავსი პრობლემით. მყავს მეგობრები ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, რომელთაც გარკვეულ მომენტებში ვრთავ ხოლმე თუ არის ამის საჭიროება, რა თქმა უნდა. ოღონდ ყველას არ ვენდობი, მე მყავს ჩემი სანდო ადამიანები. ძირითადად კი ვცდილობ უფლის მადლით, რაც შემიძლია ვანუგეშო და დავეხმარო.
რა იწვევს დღევანდელ ასეთ მდგომარეობას? - საყოველთაო დიაგნოზს დავსვამ. ეს არის უღმერთობა. ეს არის საღვთო მადლისგან განძარცვა. ადამიანი, რომელსაც თავის გულში ღმერთი არა ჰყავს ნაპოვნი და მასთან კონტაქტი არ დაუმყარებია, რა თქმა უნდა ცუდადაა. თან აქვს სიმარტოვის შეგრძნება და სიკვდილის შიში. ჰგონია, რომ სასიკვდილოდ არის განწირული. სიცოცხლის წყაროს არის მოწყვეტილი, ეს ყველაფერი იწყებს სულიერ აშლილობას და შფოთს, რომელსაც სახელსაც ვერ ვარქმევთ. ნებისმიერი შიში სამყაროში, სიკვდილის შიშამდე მიდის.
რატომ ეშინიათ ადამიანებს სიკვდილის? - ქრისტიანს არ ეშინია სიკვდილის, რადგან მას ღმერთი სწამს.
მას მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი ჰყავს. მას სიკვდილის დამთრგუნველი ღმერთი ჰყავს. მადლისმიერად არის შეერთებული თვის პირველწყაროსთან სიცოცხლესთან და მუდმივად იღებს საზრდოს“, - ჰყვება მამა საბა ჭიკაიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: